11:48 - 27 Nov, 2026
2026-11-24 19:07:39, 2096 ნახვა

სამართალი/
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

"დაკავების შემდეგ, 2 თანამშრომელი ჩემგან ითხოვდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მე, პრაქტიკულად, საქმის კურსში არ ვიყავი. ასევე იყო ძალადობა, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. [...] შემიძლია, ეს პირები ამოვიცნო. ერთ-ერთი მათგანის სიტყვიერი მუქარა განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც გაგრძელდა - ამ ადამიანის კაბინეტში [...] მთელი ამ დროის განმავლობაში, ისინი ტელეფონით ვინმე "რონის" ეკონტაქტებოდნენ და ის აკონტროლებდა მთელ ამ პროცესს, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ და რომელიც ამ საქმესთან, რაზეც აქ ვართ შეკრებილი, არაფერ შუაში არ იყო [...]

იყო ხელის დარტყმა, მუქარა, შემდეგ უკვე კაბინეტში - იქვე იდო რაღაც "დუბინკა" თუ ა.შ. და ახლა ამ "დუბინკით" გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეშიო. ამ ტიპის საუბარი იყო. ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იმ განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს". - თქვა ჩაჩუამ სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოქტომბრის დასაწყისში დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, შენახვასა და რეალიზაციას ედავებიან.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics