|
2026-11-24 19:06:05, 2301 ნახვა
სამართალი/ თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლო სხდომიდან მეორედ გააძევა. "თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის" - თქვა ნადარაიამ. გვარამიამ პროცესის მსვლელობისას განაცხადა, რომ მოსამართლეები ეხმარებიან მოსარჩელე მხარეს და მათი ქცევა არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. "არ შეგრჩება ეგ ნაძირლობა, დაელოდე. ძალიან მძიმედ აგებ პასუხს." - განაცხადა გვარამიამ დარბაზიდან გასვლამდე. "გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან." - თქვა ნადარაიამ გაძევების შემდეგ. დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქართული ოცნების წევრებს კითხვებს უსვამდნენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

