11:48 - 27 Nov, 2026
2026-11-23 12:37:07, 2310 ნახვა

სამართალი/
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ

მიხელ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი - ორივე მათგანმა საპატიმრო ახლახან დატოვეს.

დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს ბრალად ედებოდათ პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). 

პროკურატურის ვერსიით, 2024 წლის 1-ელ დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისა და წყლის ჭავლის ავტომანქანის მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს. ორივე დაკავებული წარდგენილ ბრალს უარყოფდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. 

2025 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics