11:48 - 27 Nov, 2026
2026-11-20 18:30:06, 3432 ნახვა

სამართალი/
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიხსნა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საჯარო გახადა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დახურული სასამართლო სხდომა. გადაწყვეტილების შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს განაცხადა.

იმის მიუხედავად, რომ სხდომები პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა, გახსნის შესახებ პროკურორს პოზიცია არ გამოუხატავს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა დღეს სასამართლოში. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს განჩინებით დახურული სასამართლო სხდომა კვლავ საჯაროვდება. ეს გვისახავს გარკვეულ იმედს, რომ შესაძლებელია ეს სასამართლო პროცესი წარიმართოს იმ სამართლებრივი ნორმების დაცვით, რომელსაც ვითხოვთ დიდი ხანია“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი საქმე რამდენიმე თვის წინ აღძრა, მას ბრალი კორუფციის საქმეში 24 აგვისტოს წაუყენეს. ის დანაშაულს არ აღიარებს.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics