|
2026-11-12 21:22:53, 7491 ნახვა
სხვადასხვა/ აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
მას შემდეგ, რაც სასტუმროს ფოიეში უსმან ნურმაგომედოვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს ჩასაფრება მოუწყვეს, თითქმის ერთი დღე გავიდა, თუმცა ორივე ქართველი კვლავ პოლიციის განყოფილებაში რჩება. მომხდარის შესახებ დეტალები თანდათან ირკვევა; თავდაპირველად, დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ კონფლიქტის შედეგად ის სისხლიანია. მისი თქმით, მასა და ლაზიშვილს 20-ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს. ამ ჯგუფში შედიოდნენ PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი, რამდენიმე დაღესტნელი მებრძოლი და სხვა პირები. ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამენ დაღესტნელები დვალიშვილს ხელს სახეში, რასაც მოჰყვა მასშტაბური დაპირისპირება; შედეგად, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი (მსუბუქ წონაში) სისხლიანი აღმოჩნდა. ვინაიდან კონფლიქტის დროს ქართველებმაც გასცეს პასუხი, პოლიციამ დაკითხვაზე ყველა მონაწილე, მათ შორის თავდამსხმელებიც და დაზარალებულებიც, გადაიყვანა. ამჟამად არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მათი დაკავების ვადა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდეს. საბა ლაზიშვილის უფროსმა ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან და შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი დროითაც დარჩნენ, სანამ მოსამართლე არ მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ზვიად ლაზიშვილი ამბობს: „სამწუხაროდ, ჩემი ძმა საბა და მერაბი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. ისინი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ; ამბობენ, რომ შესაძლოა, იქ 48 საათი დარჩნენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, ეს სრულიად უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს არაფერი დაუშავებიათ“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან

