|
2026-10-27 20:34:07, 15553 ნახვა
სხვადასხვა/ სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ხუთი ბაობაბის ხის საქართველოში ექსპორტის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ქვეყნის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ხეების ექსპორტიორს საჭირო ნებართვა არ ჰქონდა. ინფორმაციას OC Media ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხეები ამჟამად ქალაქ დურბანში, ერთ-ერთ საწყობში ინახება. საწყობის მფლობელი კომპანიის, „აფრიკა გლობალ ლოჯისტიქსის“ განცხადებით, საეჭვო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ხეების გაგზავნა შეაჩერეს. სამხრეთ აფრიკის უწყების ინფორმაციით, ექსპორტიორმა ხეებზე ნებართვის მიღება 2026 წლის 27 ივლისს მოითხოვა, თუმცა განაცხადი 31 ივლისს უარყვეს. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია. ბაობაბები აფრიკისთვის დამახასიათებელი ხეებია, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა 2 000 წელს მიაღწიოს. გამოცემის ცნობით, საქართველოში ადრეც შემოიტანეს ასეთი ხეები - 2023 წელს კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 2024 წელს გახმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

