11:48 - 27 Nov, 2026
2026-10-14 09:56:50, 20978 ნახვა

რეგიონი/
ალიევის მწვავე კრიტიკის ტალღა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში მდებარე საკონსულოს წინ გაიმართა

აზერბაიჯანულ სკოლებში თავსაბურავის ტარების შეზღუდვამ თურქეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრანტები ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს წინ შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: „ჰიჯაბი ღვთის მცნებაა; მისი აკრძალვა შეუძლებელია!“ და თურქული მედიის ცნობით, ალიევის ადმინისტრაციისგან ამ პრაქტიკის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ასობით ადამიანმა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს წინ აზერბაიჯანულ სკოლებში თავსაბურავის ტარების შეზღუდვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

საპროტესტოდ შეკრებილებმა ხაზი გაუსვეს, რომ თავსაბურავის ტარება რელიგიური მოთხოვნაა და ამ პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თავსაბურავის მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო უფლებები არ უნდა შეიზღუდოს და მკვეთრად გააკრიტიკეს აზერბაიჯანის ხელისუფლება.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics