|
2026-09-25 16:43:28, 826 ნახვა
კულტურა/ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მისი ახალი ფორმით წარმოჩენასა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურება. 26 სექტემბერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ამირ კაკაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა ქართველი მხატვრის 85 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ სივრცეში თავმოყრასა და ახალი თაობისთვის გაცნობას ემსახურება. წიგნი დავით კაკაბაძის ფონდმა, თიბისის მხარდაჭერით გამოსცა. გამოცემა აერთიანებს ამირ კაკაბაძის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს და მკითხველს მხატვრის სამყაროსა და მის განსხვავებულ შემოქმედებით ხედვასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს. პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ დავით კაკაბაძის ფონდის დირექტორი მარიამ კაკაბაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ხათუნა ხაბულიანი და მხატვარი მანანა არაბული. ამირ კაკაბაძე (1941–2015) - ქართველი მხატვარი, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, კოლაჟსა და პოპ-არტს. იგი ცნობილი ქართველი მხატვრების დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, შემდეგ კი სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების მიმართულებით . სხვადასხვა წლებში მუშაობდა თეატრსა და კინოში, აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს თბილისში და მოსკოვში. 1965 წლიდან ამირ კაკაბაძე მონაწილეობდა საგამოფენო პროექტებში და მართავდა პერსონალურ გამოფენებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. საიუბილეო კატალოგის რედაქტორია მარიამ კაკაბაძე, ტექსტის ავტორი - ხათუნა ხაბულიანი, ხოლო ვიზუალური კონცეფციისა და დიზაინის ავტორია მანანა არაბული. დასწრება თავისუფალია! მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

