|
2026-09-22 21:25:51, 33363 ნახვა
რეგიონი/ აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანული ავიაკომპანიების ფრენები აზერბაიჯანში 22 სექტემბრიდან შეჩერებულია აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების პაკეტის გამო, რომელიც კონკრეტულად ავიაციის სექტორს ეხება. AzerTac-ის ცნობით, ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება აშშ-ის ახალი შეზღუდვების გამო იქნა მიღებული. ამრიგად, დღეიდან ირანული ავიაკომპანიები დროებით აჩერებენ ფრენებს აზერბაიჯანში. აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტი 8 სექტემბერს გამოცხადდა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები გამოაცხადა ირანის ავიაციის სექტორთან დაკავშირებული 36 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ზომები ირანის ავიაციის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. წინა დღეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ირანულ ავიაკომპანიებს 23 სექტემბრიდან საერთაშორისო ფრენებზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაეკისრებათ. უცხოური აეროპორტები, საწვავის მომწოდებლები და სხვა კომპანიები, რომლებიც ასეთ გადამზიდავებს ემსახურებიან, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცევის რისკის ქვეშ არიან. თუმცა, 22 სექტემბერს, Iran Air-მა განაცხადა, რომ მას არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება ბაქოში, სტამბოლსა და ნაჯაფში ფრენების შეწყვეტის შესახებ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

