09:10 - 27 Sep, 2026
2026-09-21 12:56:48, 2661 ნახვა

სპორტი/
ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება

ქომაგობა სტადიონის კარებთან არც იწყება და არც მთავრდება. ის 90-წუთიან სანახაობაზე მეტია - საერთო ემოცია და იდენტობა, რომელიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ერთ გუნდად აერთიანებს. სწორედ ეს მუხტია, რაც თამაშის დროს ქალაქის რიტმს ცვლის.

"ოდესმე ყოფილხართ ცარიელ სტადიონზე? დადექით ცარიელი სტადიონის შუაგულში და მოუსმინეთ - არაფერია ცარიელ სტადიონზე უფრო ცარიელი. არაფერია მაყურებლის გარეშე დარჩენილ ტრიბუნებზე უფრო ჩუმი" - ურუგვაელი პუბლიცისტის, ედუარდო გალეანო ს ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს გულშემატკივრობის ძალაში.

ახლა, როცა ერთა ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი ახლოვდება, გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. თუმცა, როცა ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე შენი ქვეყნის სახელით გადიან, გუნდის მარტო დატოვება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს სიჩუმე დიდ ხმაურად უნდა იქცეს, ჩვენი მხარდაჭერა კი - მოედანზე გადავიდეს.

ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გვიმღერია ჩვენი ფეხბურთელებისთვის - "შენთანა ვარ, ნურაფრის გეშინიაო". ახლაც იგივე გამეორდება. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, "დინამო არენასთან", ქუჩაში მოწყობილ ტრიბუნაზე  ქართველი ქომაგებმა  ჩვენს ფეხბურთელებს  გაამხნევებენ, რათა  საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ.

ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოკლე თუ შორეული გადაცემების, გატანილი გოლის დროს თუ ტაიმებს შორის შესვენებისას, ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ მარტო არასოდეს არიან. რომ ახსოვდეთ: ჩვენ ყოველთვის მათთან ვართ. 

მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდება - წინ კიდევ 5 თამაშია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია და ყველა ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო.

ჰოდა, კიდევ ერთხელ გახსენებთ: 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, საქართველოს ქომაგები იკრიბებიან "დინამო არენასთან" სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე, რომ დახვდნენ ნაკრების ავტობუსს და უგულშემატკივრონ საქართველოს.

ქომაგობა არ ჩერდება!




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics