|
2026-09-19 18:30:33, 5238 ნახვა
კომენტარი/ პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის მარიონეტ პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ადასტურებს ხალხის მხრიდან მის მიმართ მაღალ ნდობას. „ძვირფასო მარატ არკადიევიჩ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. არჩევნებში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვება ადასტურებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენს მიმართ მაღალ ნდობას“, - ნათქვამია კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დეპეშაში. რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრული და მოკავშირეობრივია. პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ კამბოლოვი ხელს შეუწყობს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების შემდგომ პროგრესულ განვითარებას მათი ხალხების საკეთილდღეოდ, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

