09:09 - 27 Sep, 2026
2026-09-19 12:09:59, 3645 ნახვა

კომენტარი/
ცხინვალში ე.წ აჩევნებზე მარატ კამბოლოვი - 88,4% ლიდერობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 40 პროცენტის დამუშავების შემდეგ მარატ კამბოლოვი ლიდერობს. ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესცენტრში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების დახურვისას ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობამ 73,2% შეადგინა, რაც მოქალაქეების საარჩევნო პროცესისადმი უკიდურესად მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

„23:00 საათისთვის, საარჩევნო უბნების ოქმების 40% დამუშავებული იყო - 75 საარჩევნო უბნიდან 30“, - განაცხადა გაგიევამ და მოქალაქეებს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

წინასწარი კენჭისყრის შედეგები:
• მარატ კამბოლოვი - 88,4% (4,407 ხმა);
• მურატ ვალიევი - 4,3% (211 ხმა);
• ყაზბეკ კოდოევი - 1,1% (57 ხმა);
• ზურაბ კოკოევი - 1,0% (53 ხმა).

ამომრჩეველთა 2,9%-მა (167 ადამიანმა) აირჩია ვარიანტი „ყველას წინააღმდეგ“.

ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამჟამად სისტემაში შეყვანილია მონაცემები, ძირითადად, მცირე და სოფლის საარჩევნო უბნებიდან. დიდი ქალაქის საარჩევნო უბნებიდან მიცემული ხმების დათვლა მიმდინარეობს.

„ეს მხოლოდ პირველი წინასწარი მონაცემებია. ოფიციალური შედეგები დაითვლება ბიულეტენების 100%-ის დამუშავების შემდეგ. ამჟამად, კომისიები აგრძელებენ მუშაობას რეგულაციების მკაცრი დაცვით“, - ხაზგასმით აღნიშნა ემილია გაგიევამ.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics