09:10 - 27 Sep, 2026
2026-09-03 17:37:17, 5528 ნახვა

რეგიონი/
ფაშინიანი: თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით

თუ რუსეთი გადაწყვეტს თავისი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ყოფნა „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ არ არის.

„თუ რუსეთი გადაწყვეტს თავისი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ თუ ისინი გამოთქვამენ დარჩენის სურვილს, ჩვენ მზად ვართ, ესეც განვიხილოთ. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ეს საკითხები არასდროს დაგვიყენებია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზა გაიყვანოს, თუ ერევანი ასე გადაწყვეტს.

„თუ სომხეთი გადაწყვეტს, რომ მას რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ. მაგრამ მზად არის თუ არა ამისთვის სომხეთი? გააგრძელეთ. ჩვენ არავის არაფერს დავაკისრებთ“, - აღნიშნა პუტინმა.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics