09:11 - 27 Sep, 2026
2026-06-23 12:16:35, 20898 ნახვა

კულტურა/
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს

საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 26-28 ივნისს, „სამეფო უბნის თეატრი“ ნიუ-იორკში, ჯერარდ ლინჩის ლეგენდარულ სცენაზე  ჟან ჟენეს პიესა  „მოახლეებს“ წარადგენს.

„მოახლეები“ ლინჩის თეატრში საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი პროექტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ მაყურებელს თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს წარუდგენს. სპექტაკლი რეჟისორ ნიკა თავაძის დადგმაა, რომელშიც ქართველი თეატრის გამორჩეული მსახიობები - ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბარბარე დვალიშვილი მონაწილეობენ.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა და Emolas Corporation-მა 2026 წელს გრძელვადიანი პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა შემოქმედებითი პროექტები, რომლებიც ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავებასა და ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას ემსახურება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შესთავაზოს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, გაამარტივოს საბანკო მომსახურებაზე წვდომა და ხელი შეუწყოს სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას.

სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი ინიციატივების და დაგეგმილი აქციების  შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გაწევრიანდით საქართველოს ბანკის Facebook ჯგუფში, რათა პირველებმა გაიგოთ საინტერესო სიახლეების შესახებ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics