|
2026-05-27 12:43:01, 2274 ნახვა
კულტურა/ თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
თიბისი კონცეპტი კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების აქტიური მხარდამჭერია, უკვე წლებია ქმნის სივრცეს მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენებისთვის და ხელს უწყობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პროექტების განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ ხედვის ნაწილია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდაჭერაც. ფესტივალი წელს შემოდგომის ნაცვლად ზაფხულში 13 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება, ქართული სპექტაკლების პროგრამა კი კვლავ სექტემბერში იქნება წარმოდგენილი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა თანამედროვე თეატრის საუკეთესო სპექტაკლებს წარმოადგენს - თეატრის ვარსკვლავებს, შემოქმედებს, რომელთა ხედვა, შემოქმედებითი სიღრმე და გემოვნება გამორჩეულია და განსაკუთრებულია. კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ელიზაბეთ კოსტელო“, მილო რაუს „მისანი“, ჯეიმს ტიერეს „რანდევუ“ და სიდს დუეტის „სხვა ხედვა“ - 13 ივნისიდან 12 ივლისამდე გამოცდილი და ემოციური ქართველი მაყურებლის შეფასებას დაელოდება. მაგრამ არა მარტო შეფასებას - ეს არის ემოცია და შეგრძნებები, რომელიც გაჩნდება მხოლოდ აქ და ახლა და გაგყვება დიდხანს. დაარსებიდან დღემდე ფესტივალი ორ ძირითად პროგრამას წარმოადგენს - საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. წელს ასევე აღდგა პროგრამა „ნიუ“. ფესტივალი მუდმივად წარმოადგენს მსოფლიო თეატრის „ვარსკვლავებსა“ და ახალ საინტერესო სახელებსა და მოვლენებს - რობერტ უილსონი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, რობერტ ლეპაჟი, დაიტო მანაბე, ჯორჯო სტრელერი, აკრამ ჰანი, მიხეილ ბარიშნიკოვი, სილვიუ პურკარეტე, იან ფაბრი და სხვა - ფესტივალის სტუმრები იყვნენ სხვადასხვა დროს. თიბისი კონცეპტ და WM Visa ბარათის მომხმარებლები ბილეთებს 15%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

