20:45 - 05 May, 2026
2026-05-01 11:15:16, 3109 ნახვა

კორონავირუსი/
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა

რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა. ხანძარი დაფიქსირდა 16-სართულიან შენობაში. ასევე დაზიანდა კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობა, ხანძარი მე-11 და მე-12 სართულებზე გაჩნდა. ცნობილია ერთი დაშავებული.

ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი, უკრაინის საჰაერო ძალები და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური Telegram-ზ წერენ დარტყმების დეტალებს.

 „მტერმა კვლავ შეუტია ჩვენს ქალაქს. ხანძარი დაფიქსირდა 16-სართულიან შენობაში. ასევე გვაქვს დარტყმა კიდევ ერთ მაღალსართულიან შენობაზე, ხანძარი მე-11 და მე-12 სართულებზე გაჩნდა. ყველა საგანგებო სამსახური უკვე ადგილზეა. ამჟამად ვამოწმებთ ინფორმაციას დაშავებულებისა და ზარალის მასშტაბის შესახებ“.

დღეს საღამოდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 210 დრონი გაუშვა, მათ შორის დაახლოებით 140 Shahed-ის დრონი. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათგან 190 ჩამოაგდეს ან ჩაახშეს. 20 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა დაფიქსირდა 14 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნები 10 ლოკაციაზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics