|
2026-02-27 12:48:48, 21843 ნახვა
High - Tech/ OpenAI-მ რუს პროპაგანდისტებთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა
OpenAI-მ დაბლოკა ChatGPT-ის ანგარიშები, რომლებიც რუსულ პროპაგანდისტულ ქსელ Rybar-თან იყო დაკავშირებული. OpenAI-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ქსელი ChatGPT-ს Rybar-ისა და სხვა თითქოს მათთან დამოუკიდებელ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში გამოსაქვეყნებელი პოსტებისა და კომენტარების გენერირებისთვის იყენებდა. კომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბლოკილი მომხმარებლები ChatGPT-სთან რუსულად ურთიერთობდნენ, თუმცა კონტენტს მრავალ ენაზე, მათ შორის ესპანურად და ინგლისურად, ამზადებდნენ. ასევე, პროპაგანდისტები OpenAI-ის ვიზუალური გენერირების მოდელის Sora-ს გამოყენებით ცრუ ვიდეოებს ამზადებდნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ პროპაგანდისტული მასალები "აქებდნენ რუსეთს და მის მოკავშირეებს, აკრიტიკებდნენ უკრაინას და დასავლეთის ქვეყნებს საგარეო ჩარევაში ადანაშაულებდნენ". დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა დაბლოკილმა ანგარიშმა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების გეგმების შექმნა მოითხოვა, რომლებიც მიზნად აფრიკაში პოლიტიკურ ცხოვრებასა და არჩევნებში ჩარევას ისახავდა. მონაცემები მიუთითებს, რომ პროპაგანდისტები ქვეყნებში აგენტების ქსელს ქმნიდნენ და მასშტაბურ ღონისძიებებსა და პროტესტებს გეგმავდნენ. მათი კამპანიები მიმართული იყო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კამერუნის, ბურუნდისა და მადაგასკარის წინააღმდეგ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

