|
2025-12-06 00:00:14, 173 ნახვა
სამართალი/ ელდარ (ლუკა) კურტანიძეს სასამართლომ 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატი ელდარ (ლუკა) კურტანიძე სასამართლომ ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა. მოსამართლემ მას 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კურტანიძე საპატიმროში ივლისიდან იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 2 თვეს გაატარებს. ელდარ კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს სცემა, რის შემდეგაც იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

