07:45 - 06 Dec, 2025
2025-12-04 09:58:10, 2674 ნახვა

კორონავირუსი/
ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება, სადაც სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში. მას შემდეგ რაც ამერიკული გუნდი მოსკოვიდან დაბრუნდება და ვაშინგტონში შესაბამისი კონსულტაციები გაიმართება - რუსტემ უმეროვი, ანდრიი გნატოვი და ყველა, ვინც მოლაპარაკებებისთვის არის საჭირო, გააგრძელებენ საუბარს დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. 

მომდევნო დღეებში ველოდებით სიახლეებს ასეთ შეხვედრებთან, კონტაქტებთან, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ახლა ყველაფერი საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს – ჟენევასა და ფლორიდაში გამართულ შეხვედრებზე უკრაინას მოუსმინეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ველით, რომ ასეც გაგრძელდება. ღირსეული მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით.

ახლა მსოფლიო ნამდვილად გრძნობს, რომ არსებობს ომის დასრულების შესაძლებლობა და აუცილებელია არსებული აქტივობის გაძლიერება მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლით. ყველაფერი დამოკიდებულია სწორედ ამ კომბინაციაზე – კონსტრუქციული დიპლომატია პლუს ზეწოლა აგრესორზე. ორივე კომპონენტი მუშაობს მშვიდობისთვის." - ვოლოდიმირ ზელენსკი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics