|
2025-12-05 16:17:26, 297 ნახვა
პოლიტიკა კობახიძე - მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით
იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო მოთმინებით ელოდება აშშ-ის პოზიციას და ხელისუფლებას იმედი აქვს, უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით. „ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ ის აბსოლუტურად უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

