07:45 - 06 Dec, 2025
2025-12-04 19:39:39, 639 ნახვა

კომენტარი/
იუკნევიჩიენე: შოკისმომგვრელია, რაზეა წამსვლელი ოცნება, რომ სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს

შოკისმომგვრელია, რაზეა წამსვლელი ოცნება, რომ სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს -წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე. 

შოკისმომგვრელია, თუ რაზეა წამსვლელი ქართული ოცნება იმისთვის, რომ სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს და გაუტეხელი ქართველი ხალხი გაააჩუმოს - სრულად ლუკაშენკოს სტილში.

BBC-ის დასკვნები აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics