08:37 - 06 Dec, 2025
2025-12-04 13:13:36, 666 ნახვა

ეკონომიკა/
„სელფი მობაილმა" ქსელის გაუმჯობესების მიზნით ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა

ComCom-ის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, „სელფი მობაილმა" გაიმარჯვა. აბსტრაქტული 4 ლოტის ფარგლებში, კომპანიამ 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში სიხშირეები შეიძინა, რომელთა საფასურმაც ჯამში 23 598 970 ლარი შეადგინა. „სელფი მობაილმა" სიხშირეები 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინა, საიდანაც 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებით მიიღო. სიხშირული რესურსის მოპოვების შემდეგ, მობილური ოპერატორი შეძლებს გააუმჯობესოს არსებული ქსელის ხარისხი დასახლებულ პუნქტებში, რომელთა მოსახლეობაც 20 000-ზე მეტია.

კომპანია „სელფი მობაილის" მომართვის საფუძველზე, ComCom-ის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული იყო 6 აუქციონი, მათ შორის 4 აუქციონი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო 2 აუქციონი 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში აბსტრაქტულ ლოტებზე. საგულისხმოა, რომ „სელფი მობაილმა" ლოტები 40%-იანი ფასდაკლებით იყიდა. კერძოდ, კომპანიამ 20%-იანი ფასდაკლება მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების მაღალი სიჩქარის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ვალდებულების, ხოლო დამატებით 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულების არჩევის საფუძველზე მიიღო.

კომპანია ვალდებული იქნება 2026 წლის 31 დეკემბრამდე მის მფლობელობაში არსებული 2100 მჰც სიხშირული დიაპაზონით თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 28.65 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის  მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურება უზრუნველყოს. ხოლო, აუქციონში მოპოვებული 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით, თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 25 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მომსახურება უზრუნველყოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics