|
2025-12-04 13:02:53, 483 ნახვა
პოლიტიკა ოცნების დეპუტატი შარმანაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე - მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა
„ბიბისი“ ვისაც დაეყრდნო, ის ადამიანები ხელებს ასავსავებენ და ამბობენ, ეს არ მითქვამს, საკითხი საერთოდ არ გამომიკვლევიაო. შეიძლება, ასეთი ხალხის ჩვენების საფუძველზე დასანქცირების რაიმე სამართლებრივი საფუძველი შეიქმნას? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლების განცხადებაზე, სადაც ნათქვამია: „ცნობები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და სანქციები დააწესონ“. „ჩვენ მიმართ მორიგი არასამართლიანი დამოკიდებულებაა. ეს ყველაფერი უკვე დამტკიცებულად ითვლება? სანქციები ეკისრება ხალხს, თუ მათ მიერ დამტკიცებულად ითვლება რაიმე ტიპის გადაცდომა, მათ შორის რაიმე საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების, ურთიერთობების დარღვევა ან რაღაც კრიმინალური ნაბიჯის გადადგმა. „ბიბისი“ ვისაც დაეყრდნო, ისინი საქართველოში რას აცხადებენ, უკვე ხომ ხედავთ? როგორც კი სასამართლოს წინაშე გამოკითხვაზე მივიდნენ, ყველა ხელებს ასავსავებს და ამბობს, რომ არა, მე ეს არ მითქვამს, ეს საკითხი საერთოდ არ გამომიკვლევიაო. მთავარმა მოწმემ ისიც კი თქვა, ლიტერატურის გაცნობაც ვერ მოვასწარიო. შეიძლება, ასეთი ხალხის ჩვენების საფუძველზე რაიმე სამართლებრივი საფუძველი შეიქმნას? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სამართლიანობას, სამართალს არაფრად დაგიდევენ. ამას პირველად არ აკეთებენ. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდათ, ის უქნიათ. თავადაც დავაძალებ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული, დაასანქციროს კი არა, დაუყოვნებლივ დააპატიმროს, მაგრამ დარწმუმებული ვარ, დიდი ტყუილი, რომელიც თავის ჭკუაში გამოაცხვეს, მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. როგორც დამთავრდა ყველა მიმართვა სტრასბურგისა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც ყალბი ნარატივებით მივიდნენ, ესეც ასე დაუმთავრდებათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

