|
2025-12-03 15:21:11, 1226 ნახვა
პოლიტიკა კობახიძე - კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი
შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა, ეს ინფორმაცია არის უტყუარი, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას. „გამოძიება როცა დასრულდება, დეტალური ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაც. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეკა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას. ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა-არარსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლო სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაშუალებებს. კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ეს ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას. ამ თემაზე მუშაობენ სუს-ი და შსს. შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა. ეს ინფორმაცია არის უტყუარი. დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს,"- განაცხადა კობახიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

