08:45 - 06 Dec, 2025
2025-12-03 12:40:19, 1635 ნახვა

კომენტარი/
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი - გაოგნებული ვარ, სამეცნიერო შრომა დაიწერა, ეს არის კლინიკური შრომა

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი BBC-ს გამოძიებაზე  სუს-ში მივიდა სადაც გამომძიებელს ესაუბრა, თუმცა ჩვენება არ მიუცია. იგი მოითხოვს  მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა.

„ვესაუბრე გამომძიებელს და კლინიკაში მივდივარ, რომ ხელი მოვაწერო დოკუმენტს, რომ მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა.

გაოგნებული ვარ, სამეცნიერო შრომა დაიწერა, ეს არის კლინიკური შრომა. რა უნდა ვთქვა, თუ სამშობლოს სიყვარულისა და იმ სიკეთეების გამო, რომლებიც გაგვიკეთებია, [მიგვცემენ პასუხისგებაში] კი ბატონო.

მე ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარში ვარ, დაწყებული ჩემი საქმიდან , ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზლდი.

კვლევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე დაავადება. ვფიქრობ, რომ ამ კლინიკურმა შრომამ ბევრი სიკეთე გააკეთა და კიდევ ბევრს სიკეთეს გააკეთებს. მთავარია ყველა დეტალი იყოს აღწერილი და შემდგომ ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს, აქ რა არის გაუგებარი, არ ვიცი“,- განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

მისი შვილი ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. 

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics