|
2025-12-03 10:58:07, 1363 ნახვა
პოლიტიკა მიხეილ ყაველაშვილი 2024 წლის არჩევნებზე: „ქართული ოცნება" ბოლო არჩევნებში აბსოლუტური ლიდერი იყო
"ქართული ოცნების" დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან" ინტერვიუში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები ყველა წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად უკეთ ჩატარდა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება" ბოლო არჩევნებში აბსოლუტური ლიდერი იყო და როგორც წესი, მისი საარჩევნო მხარდაჭერა ერთი მილიონიდან - მილიონ ორასი ათასამდე ხმას შეადგენს. „როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ, ჩემი თვალსაზრისით და მე უკვე ათი წელია პოლიტიკაში ვარ, ბოლო არჩევნები ყველა წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად უკეთ ჩატარდა. შემიძლია დავადასტურო, რომ ბოლო არჩევნები შეესაბამებოდა წინა არჩევნების შედეგებს, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" მსგავსი მხარდაჭერა მიიღო. „ქართული ოცნება" ბოლო არჩევნებში აბსოლუტური ლიდერი იყო. ჩვენმა პარტიამ ხმების იმდენივე რაოდენობა მიიღო, რაც წინა არჩევნებზე. „ქართული ოცნების" საარჩევნო მხარდაჭერა, როგორც წესი, ერთი მილიონიდან - მილიონ ორასი ათასამდე ხმას შეადგენს. სამწუხაროდ, ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა, გადაწყვიტა არ დალოდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2024 წლის არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას და მან უარყო არჩევნების ლეგიტიმურობა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

