08:42 - 06 Dec, 2025
2025-11-30 20:33:55, 2406 ნახვა

კომენტარი/
მეუფე იაკობი - არასწორი იყო კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის ისწრაფვის

არასწორი იყო კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის ისწრაფვის, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„რა გვინდა და რისთვის ვიღვწით. ცოტა ხნის წინ იყო, 2020 წლის არჩევნებიდან. მე მაშინაც ვამბობდი და დღესაც ვამბობ - არასწორი იყო, რომ კონსტიტუციაში ძალით, ჩაგაწერინებენ რაღაცას, უნდა ფიქრობდე, რომ წინ რაღაც აქვთ. ნატო და ევროკავშირი ჩავწერეთ და ჩვენი ქვეყანა მართლაც მისდევდა - ჩვენ ხომ გვახასიათებს სიტყვა - უცხო. საუცხოო ჩვენთვის ყველაზე საუკეთესოა. სხვებისთვის უცხო ნიშნავს უცხოს. ჩვენთვის კი საუცხოოა - რა მივიღეთ? 2020 წლის არჩევნები იყო, 2024 წლის იყო თუ რა იყო, აი, იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის სიკეთე გვინდა, გაძაღლებული გვაქვს ცხოვრება. შეხედეთ, ხან ვინ, რას გვასწავლის ჭკუას, ხან ვინ რას გვასწავლის, მაგრამ ვინ გასწავლის, იმას თვითონ ხომ უნდა ჰქონდეს? მე უცხოელებზე არ ვიძახი, ჩვენებზე ვიძახი. ადამიანი რაღაცას ხომ უნდა ფიქრობდე, თუ რა გვინდა, ერს რა უნდა. რას ვერჩით ერთმანეთს, რა გვინდა? არჩევნების თემა ვერ განვითარდა და წამოვიდა ახალი თემა „არაბიზაცია“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics