|
2025-11-30 14:05:10, 2059 ნახვა
სამართალი/ სუს-ი უარყოფს საქართველოში რუსეთის საკომუნიკაციო ტერმინალის არსებობას
გუშინდელი დღის შემდეგ სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან (ასევე კონკრეტული აქტივისტების მხრიდან) კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სუს-ში აცხადებენ, ხსენებული მედიაპლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უწყებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. „მიუხედავად ამისა, ხსენებული მედიაპლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს. თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ. ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ. ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რითი იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება, რომელმაც კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (ГУР) რუსეთის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ტერმინალები გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკომუნიკაციო ტერმინალებიდან ერთ-ერთის მდებარეობად საქართველოს ტერიტორიაა მონიშნული. „ეროვნული სამხედრო დაზვერვა დიდ ყურადღებას აქცევს მტრის სამეთაურო პუნქტების გადაადგილების მიმართულებების გამოვლენისა და თვალთვალის საკითხებს, ცდილობს მათგან მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო ხელსაყრელ პირობებში – მტრის ხელმძღვანელობის განადგურებას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

