|
2025-11-29 20:41:26, 2022 ნახვა
სამართალი/ ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 598 პირის მიმართ დაიწყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 598 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 147 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5,6%-ს შეადგენს. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 864 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 345, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 43 შემთხვევა. 2025 წლის ოქტომბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 353 შემთხვევა; მუქარა – 216 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 183 შემთხვევა; ძალადობა – 179 შემთხვევა; გაუპატიურება – 7 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 5 შემთხვევა; თაღლითობა – 74 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 770 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 71 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 147 შემთხვევა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

