08:40 - 06 Dec, 2025
2025-11-28 10:53:32, 2006 ნახვა

სამართალი/
სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001  წელს დაბადებული მ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით   ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა  -  შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული  13  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის  ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი 212 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 
პოლიციამ მ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავა. 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით   ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა  -  შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics