2025-08-05 15:18:47, 730 ნახვა
პოლიტიკა პარტია „გახარია საქართველოსთვის“-ს ცნობით, გიორგი შარაშიძე თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“-ს ცნობით, გიორგი შარაშიძე თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ქეთევან ბაქარაძემ IPN-ს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის მერობის განსაკუთრებით ღირსეული კანდიდატი იქნება. „გიორგი შარაშიძე ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია თავისი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, მენეჯერული გამოცდილებით და, რაც მთავარია, პატიოსნებით. გიორგი 4 წელია თბილისის საკრებულოს წევრია, ის ძალიან კარგად იცნობს თბილისელების პრობლემებს. მან გამოავლინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არაერთი კორუფციული სქემა, კორუფციული გარიგებები და ტენდერები რუსეთის სანქცირებული კომპანიების წარმომადგენლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის განსაკუთრებით ღირსეული მერობის კანდიდატი იქნება. სამუშაო პროცესი გრძელდება. განიხილება რამდენიმე კანდიდატი, ამომრჩეველთან თანხმდება პოზიციები, ყველაფერი განიხილება. ეს მხოლოდ პარტიული გუნდის გადაწყვეტილება არ არის. მე ვერავის დავადასტურებ, როგორც გარანტირებულ მერობის კანდიდატს“, - განაცხადა ქეთევან ბაქარაძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |