2025-08-05 14:49:18, 406 ნახვა
სამართალი/ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა სასამართლოს 100 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. საქმეზე წინასწარი გამოძიების ვადა გაგრძელდა, შესაბამისად, დაკავებული მიქაუტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გადაიხედა და ძალაში დარჩა. პროკურატურამ შუამდგომლობა წარადგინა პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების შენარჩუნების შესახებ. პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, პატიმრობის გამოყენების საფუძვლები კვლავ ძალაში რჩება. მან განაცხადა, რომ საჭიროა არაერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის მრავალი მოწმის დაკითხვა. გარდა ამისა, აუცილებელია ქონების იდენტიფიცირება და მისი წარმომავლობის შესწავლა. მისი თქმით, თუ მიქაუტაძე თავისუფალი დარჩება, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, რომლებთანაც მჭიდრო კავშირები აქვს. გარდა ამისა, პროკურორმა განაცხადა, რომ მიქაუტაძეს შეუძლია მიიმალოს მკაცრი სასჯელის შიშის გამო, „მას აქვს კავშირები საზღვარგარეთ და უძრავი ქონება ესპანეთში“. დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას. ადვოკატ მალხაზ სალაყაიას თქმით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის არჩევის საფუძველი არ არსებობს. მან შუამდგომლობა შეიტანა ბრალდებულის 100 000 ლარის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. ადვოკატმა მოსამართლეს შესთავაზა, რომეო მიქაუტაძისთვის დამატებითი შემზღუდავი ზომები გამოეყენებინა, მათ შორის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება და ელექტრონული მონიტორინგი. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, პროკურატურის ცნობით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით შემოსავლის მიღება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |