13:53 - 06 Aug, 2025
2025-08-05 11:35:56, 434 ნახვა

სპორტი/
ფეხბურთელი ბედოშვილი აცხადებს, რომ ბედნიერია ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლის გამო - რუსულ პრემიერ ლიგაში ბევრ ქართველს უთამაშია

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა, ვახო ბედოშვილმა, სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი რუსეთის კლუბთან — „პარი ნიჟნი ნოვგოროდთან“.

თუმცა, როგორც გაირკვა, მას უკვე მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა ქართულ კლუბ FC ORBI-სთან.

"მიხარია, რომ ნიჟნი ნოვგოროდთან კონტრაქტი გავაფორმე. აქ ბევრი ჩემი ნათესავი ცხოვრობს და ადაპტაცია უფრო მარტივი იქნება ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ კლუბში. რუსულ პრემიერ ლიგაში ბევრ ქართველს უთამაშია — ბოლო მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც აქ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და შემდეგ ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ფეხბურთში." - აცხადებს ვახო ბედოშვილი

კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბედოშვილი ORBI-სთან კონტრაქტით იყო დაკავშირებული 2026 წლის 31 დეკემბრამდე. ახალგაზრდულ ევროზე გამოსვლის შემდეგ, კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერზე რამდენიმე ევროპული კლუბისგან ოფიციალური წინადადება ჰქონდა მიღებული. ერთ-ერთ მათგანთან როგორც ტრანსფერის, ისე შრომითი ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული იყო, ხელმოწერაც დაგეგმილი იყო.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი ORBI-ს თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ კლუბთან კავშირი აღარ ჰქონია.

რამდენიმე დღის წინ ORBI-მ მიიღო შეტყობინება, რომ ბედოშვილმა ცალმხრივად გააუქმა შრომითი ხელშეკრულება და დარეგისტრირდა „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“.

ORBI აცხადებს, რომ
საჩივარს წარადგენს FIFA-ში და სამართლებრივ დავას დაიწყებს ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics