2025-08-05 11:11:02, 149 ნახვა
საზოგადოება/ საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
- ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში “ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე” ქ. ბათუმში, შერატონის მიმდებარე სანაპიროზე, დამსვენებლებს სელფის სანაპიროს ახვედრებს. 3 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, სელფის მრავალფუნქციურ სივრცეში დაგხვდება ბრენდირებული სანაპირო, სადაც ყოველდღიურად ჩატარდება სპორტული აქტივობები, პოპულარული სამაგიდო თამაშები, ჩემპიონატები და სხვა. გარდა ამისა, სელფის სანაპიროზე ჩატარდება პოდკასტების ცოცხალი სერია სოფო ტოროშელიძესთან ერთად. ეპიზოდებში მოწვეულნი იქნებიან ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც ისაუბრებენ მომხმარებლების მიერ შერჩეულ თემებზე, მაგ: ზაფხულის ისტორიები და გამოცდილებები. სტუმრებს შორის იქნებიან: თამადა, ზურა ჯავახია და ა.შ. პოდკასტის დასრულების შემდეგ, მუსიკოსები თავიანთ ჰიტებსაც შეასრულებენ. სელფის სივრცეში, QR-კოდის საშუალებით დამსვენებლებს შეეძლებათ სპეციალური შეთავაზების ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის 15 ლარად - ერთი თვით გააქტიურება. გარდა ამისა, ლოიალობის პლატფორმაში სელფის აბონენტებს დახვდებათ კაფე Paulin-ის სპეც. ფასდაკლებები. “ზაფხულის ეს ინიციატივა სელფის საკომუნიკაციო პლატფორმის - „ვილაპარაკოთ“ ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლებთან გულწრფელი, ღია და ღირებულებაზე დაფუძნებული დიალოგი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია საინტერესო არტისტები და მათთან ერთად გაგვეგრძელებინა საუბარი მომხმარებლების მიერ შერჩეული თემების ირგვლივ. სელფის სანაპიროზე დამსვენებლებს დახვდებათ დროის საუკეთესოდ გატარებისთვის და გულწრფელი საუბრისთვის უამრავი სხვა აქტივობაც, მათ შორის თამაშები, კარგი მუსიკა - რაც მთავარია მოწესრიგებულ სივრცეში.” - აცხადებენ სელფი მობაილში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. 2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |