2025-08-04 15:06:22, 785 ნახვა
ეკონომიკა/ კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ბიზნესების გაციფრულების ხელშეწყობის მიზნით, თიბისიმ პარტნიორ კომპანიასთან- „ტრანზაქციული სისტემები Transaction Systems”- ერთად, ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის - ინტეგრირებული სალარო ტერმინალი დანერგა, რომელიც მერჩანტებს გადახდების მართვას კიდევ უფრო უმარტივებს. ეს პროდუქტი პირველია საქართველოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მერჩანტის სალარო პროგრამას და ერდროულად იღებს, როგორც ნაღდ, ისე უნდაღდო გადახდებს. აქამდე ნაღდი გადახდების მისაღებად, მერჩანტებს ცალკემდგომი ტერმინალი სჭირდებოდათ, რაც მათთვის მეტი დროისა და რესურსის ხარჯვასთან იყო დაკავშირებული. მოწყობილობა შეესაბამება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ფისკალურ რეგულაციებს და ნაღდი გადახდების მონაცემები შემოსავლების სისტემაში ავტომატურად აისახება, შესაბამისად, პოს ტერმინალი სრულად ანაცვლებს სალარო აპარატს და მერჩანტებს მხოლოდ ერთი მოწყობილობით შეუძლიათ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება. მაქსიმალურად გამარტივებულია ტერმინალის ინსტალაცია- გამოყენებაც, რაც ბიზნესებისთვის პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. ინტეგრირებული სალარო აპარატების გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კომპანიებისთვის, ვინც აქტიურად არის დაინტერესებული ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. 2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |