13:47 - 06 Aug, 2025
2025-08-04 13:52:47, 1014 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელი - რაც გავიგე, რომ ნინო დათაშვილს პროკურატურა ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, სულ ჩამოვიცალე

რაც გავიგე, რომ ნინო დათაშვილს პროკურატურა ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, სულ ჩამოვიცალე.- ამის შესახებ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა ბათუმში მიმდინარე სასამართლოს სხდომაზე თქვა.

"4 აგვისტო მონიშნული მქონდა როგორ თარიღი, როცა ნინო დათაშვილი, სინდისის პატიმარი, მარტოხელა დედა, მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ისიც იმ დაწესებულებაშია, სადაც მე. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ.

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, სულ ჩამოვიცალე.

გავიხსენე ნინოს სიტყვები, მე მსხვერპლი არ ვარ და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუყნდა. ნინო, რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს.

ბრაზის და უსამართლობის გამო, ბატონო პროკურორებო, მეც ამიწყლიანდება ხოლმე თვალები, ენაც მებმება და სიტყვებს ვერ ვპოულობ. რას იტყვით, საჭიროებს ეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას?

დათაშვილის ფაქტის გამო, ბევრი სათქმელი უმნიშვბელო გახვდა.

ძალიან მინდა, მესაუბრა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის მისიაზე, მიკუკერძ`ებლებაზე. ბატონი პროკურორი მიუთითებდა პასუხისმგებლიან ჟურნალისტიკაზე.

რა სიკეთე მოაქვს მიუკერძოებელ გამოძიებას. კანონში ცვლილებები შესულა და კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეც გადარჩენილა.

ძალიან მინდოდა დღეს ვრცლად სოლიდარობის მნიშვნელობაზე და რუსული კანონის მავნელობაზე მელაპარაკა. მას რუსულს ვეძახით და მართლაც რუსულია.

იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ. ბევრისთვის საპროცესო გარიგება, ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა. დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხრადა.

ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. ადვოკატებმა ჩემი პოზივია უკვე გაახმოვანეს. არა ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. რა სამართალია, ეს არ ვიცი.

ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი". - თქვა მზია ამაღლობელმა სასამართო სხდომაზე




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics