2025-08-04 12:55:49, 870 ნახვა
პოლიტიკა წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტი დაამტკიცა - დოკუმენტი სექტემბერში გასაჯაროვდება
„ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა. წულუკიანმა თქვა, რომ დოკუმენტის პირველ გვერდზე ასახავენ, რომ დასკვნა ერთხმადაა მიღებული. დოკუმენტი დღეს არ გასაჯაროვდება. წულუკიანის თქმით, ეს სექტემბერში მოხდება, როცა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნას წარადგენენ.
წულუკიანის თქმით, დასკვნა 430 გვერდია. მან იმედი გამოთქვა, რომ ის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოადგებათ სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამის სასამართლოებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი აწარმოონ, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის“. წულუკიანმა სხდომაზე გამოხატა სურვილი, მათი დასკვნა დაიბეჭდოს და წიგნის სახით გამოიცეს, ასევე ინგლისურ ენაზე ითარგმნოს. „ოცნების“ პარლამენტში შექმნილია „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ კომისიის სხდომებზე გაოუცხადებლობის საქმეებზე პატიმრობაში არიან: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |