2025-08-03 14:12:26, 1475 ნახვა
სამხედრო/ აშშ ნატოს მოკავშირეებს იარაღს მიაწვდის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დასაჩქარებლად
აშშ გეგმავს ნატოს ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვას გამოიყენოს რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ნატოში, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა. „პრეზიდენტი (აშშ დონალდი - TMT) ტრამპი მშვიდობისმყოფელია. და, როგორც უკვე ვთქვი ეთერში, ჩვენი ნატოს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვით, ჩვენ ვცდილობთ რუსეთზე ზეწოლას, მის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში. ადრე, WHO13 ტელეარხთან ინტერვიუში, უიტაკერმა იმედი გამოთქვა, რომ იარაღის მიწოდების გაზრდა ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის შეჩერებას. საუბრის დროს წამყვანმა ხაზი გაუსვა, რომ იარაღი, რომელსაც აშშ ალიანსში თავის მოკავშირეებს გადასცემს, საბოლოოდ კიევში ხვდება. კითხვაზე, თუ რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახლა, დიპლომატმა უპასუხა, რომ ასეთი სქემა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ იარაღის დეფიციტი მოკავშირეებს შორის და ამავდროულად, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. „აშშ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე იარაღსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს. უკრაინის არმია სიამოვნებით იღებს ამ სისტემებს - ისინი საშუალებას იძლევა ეფექტურად დავიცვათ თავი რუსეთის ზეწოლისგან. ამავდროულად, პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ კონფლიქტი ბრძოლის ველზე არ მოგვარდება. საბოლოო ჯამში, საჭიროა დიპლომატიური მოგვარება“, - აღნიშნა ელჩმა. უიტაკერის თქმით, მოკავშირეებისთვის იარაღის გაყიდვის პროგრამას ასევე აქვს ეკონომიკური განზომილება - ის სასარგებლოა ამერიკის ბიუჯეტისთვის. „ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვაზე, რომლებიც შემდეგ მას უკრაინას აწვდიან. ეს, რა თქმა უნდა, ამსუბუქებს ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებმაც უკვე ასობით მილიარდი დოლარი გადაიხადეს უკრაინის მხარდასაჭერად“, - განმარტა მან. ივლისის შუა რიცხვებში დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ კიევისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებაზე, რისთვისაც ვაშინგტონს ალიანსის ქვეყნები გადაუხდიდნენ. კერძოდ, ტრამპის თქმით, ამ სქემის ფარგლებში უკრაინა მიიღებს 17 Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას. გერმანიამ ოფიციალურად დაადასტურა ორი ასეთი სისტემის გადაცემა. როგორც The Wall Street Journal წერს ნატოს წყაროზე დაყრდნობით, ინიციატივას მხარი დაუჭირეს გერმანიამ, ნორვეგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ფინეთმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |