2025-08-02 22:18:09, 1358 ნახვა
საზოგადოება/ ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა
დღეს ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო სექტორის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მონაწილეები მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. მოძრაობის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს. მათ შორის იყვნენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებიც. აქციის მონაწილეები ასევე შეიკრიბნენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ოფისთან, სადაც ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ მზია ამაღლობელი „რეჟიმის ტყვეა“. „აქციებმა კონკრეტული შედეგები უკვე მოიტანა – ხელისუფლებაში კონფლიქტებია, რაც თორნიკე რიჟვაძის მაგალითზეც ჩანს. ივანიშვილის რეჟიმი შიდა დაპირისპირებაშია ჩართული. ჩვენ არ დავიხევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. უკვე თითქმის 250 დღეა, პროტესტს უწყვეტად ვაგრძელებთ. ქართველი ხალხი არ გატყდა – რუსულ რეჟიმს წინააღმდეგობას ვუწევთ და აუცილებლად დავამარცხებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ. ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ სამართალდამცავები არიან მობილიზებული. აქციის მიმდინარეობისას ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეეებს“, „არა არალეგიტიმურ მთავრობას“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. 2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |