2025-07-31 20:34:12, 1619 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკის საჩუქრების კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გრძელდება
საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, თანამედროვე ციფრული ეკოსისტემის განვითარების და დამატებითი რესურსების გაზიარების გზით. სწორედ ამიტომ, 23 ივნისიდან საქართველოს ბანკმა დაიწყო საჩუქრების კამპანია, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს არაერთ ბენეფიტს სთავაზობს: კამპანიის ფარგლებში ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ: Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად და ქეშბექი — კამპანიაში ჩართული ბიზნესები მიიღებენ Mastercard ბიზნეს ბარათს, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე); ბიზნეს ნაკრები M პაკეტი 3 თვის განმავლობაში სრულიად საკომისიოს გარეშე — ეს პაკეტი აერთიანებს ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის — მეშვეობით. გადარიცხვები საკომისიოს გარეშე - ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი:
ფულადი პრიზების გათამაშება — ყველა მომხმარებელი, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას, ავტომატურად ერთვება გათამაშებაში, სადაც შეუძლია მიიღოს:
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც. კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის დაწყების მსურველებს საქართველოს ბანკის ფილიალებშიც შეუძლიათ შპს-ს რეგისტრაცია ან ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება და ბიზნეს ანგარიშის ადგილზე გახსნა, რაც პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. „ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ ბიზნესებისთვის საბანკო ოპერაციებზე წვდომა და მათ ციფრული არხების გამოყენებისას რეალური სარგებელი შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კამპანიით მცირე და საშუალო ბიზნესს არაერთ ბენეფიტს ვთავაზობთ. ამავდროულად, ბანკის ფილიალებში ბიზნესის რეგისტრაციის შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯია მეწარმეობის ხელშეწყობისკენ და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით ინტერესი მზარდია“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში. კამპანიაში გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. 2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |