2025-07-30 19:04:33, 1969 ნახვა
სამართალი/ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ბრალდებით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლ. ც. დააკავა, განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ლ. ც. თავისი კავშირების გამოყენებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ერთი წლის ვადით ბინადრობის ნებართვას დაჰპირდა და სანაცვლოდ 5600 აშშ დოლარი მოითხოვა. „2025 წლის 21 მაისს, აღნიშნულმა უცხოელმა მოქალაქემ, ლ. ც.-ს მოთხოვნით, აღნიშნული თანხის ნაწილი მის ანგარიშზე გადარიცხა. ამის შემდეგ, ლ. ც. სისტემატურად უკავშირდებოდა მას და მოითხოვდა დარჩენილი თანხის გადახდას. შედეგად, აღნიშნულმა პირმა, ლ. ც.-სთან შეხვედრების დროს, მას კიდევ 2500 აშშ დოლარი გადაურიცხა თბილისს 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს. ამრიგად, ლ. ც.-მ, უკანონოდ მითვისების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5600 აშშ დოლარიდან, მოტყუებით მოიპოვა 2650 აშშ დოლარი უცხოელი მოქალაქისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული იქნა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან (თაღლითობასთან) დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |