2025-07-30 17:10:56, 1223 ნახვა
საზოგადოება/ ყოველი მეხუთე მართვის მოწმობა გაიცემა არასრულწლოვნზე
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 13 409 მართვის მოწმობა გაიცა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში მართვის მოწმობა 6 148 ადამიანმა მიიღო; მეორე კვარტალში 7 261 მართვის მოწმობა გაიცა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 18 წლამდე ასაკის 2 684 პირმა მიიღო მართვის მოწმობა. ეს ნიშნავს, რომ წელს დაახლოებით ყოველი ხუთი მართვის მოწმობიდან ერთი 18 წლამდე ასაკის პირზე გაიცა. იგივე მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაცემული მართვის მოწმობების 20% არასრულწლოვნებზე გაიცა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში, მართვის მოწმობა 18 წლამდე ასაკის 1364 პირმა მიიღო, რომელთაგან 16 16 წლის იყო, ხოლო 1348 - 17 წლის. რაც შეეხება აპრილსა და ივნისს, მეორე კვარტალში ავტომობილის მართვის უფლება 18 წლამდე ასაკის 1320 პირმა მიიღო, რომელთაგან 28 16 წლის იყო, ხოლო 1292 - 17 წლის. ასევე აღსანიშნავია, რომ საავტომობილო საშუალებების მართვის სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მართვის მოწმობის მფლობელთა საერთო რაოდენობა 1,674,073-ს შეადგენს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. 2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |