2025-07-28 17:52:53, 1614 ნახვა
ეკონომიკა/ თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის შემოდგომის ერთერთი მთავარი მოვლენაა. ფესტივალი უკვე 17 წელია იმართება და ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს - საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. ფესტივალი წელს თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 16 სექტემბერს სწორედ ქართული სპექტაკლების პროგრამით იწყება. ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა კი 21 სექტემბერს დაიწყება და წარმოადგენს ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა, ლატვიის, აშშ-ს თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებს - იტაი ტაირანის რიჩარდ III (თეატრი გეშერი, ისრაელი), ივან ბლექსტოკის „თრეფლორდი“ (დიდი ბრიტანეთი) დიმიტრის კანარზასის „ სახლი“ (ონასის სტეჯი, საბერძნეთი) და ალვის ჰერმანისის „თეთრი ვერტმფრენი“ (ნიუ რიგა თეატრი, ლატვია). სპექტაკლების განრიგს და დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე www.tbilisiinternatiional.com სპექტაკლები გაიმართება თეატრი 42-ის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე; სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალი ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და ვორქშოფებს , რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მაყურებელს აქვს საშუალება შეიძინოს როგორც ბილეთები, ისე აბონემენტები სპექტაკლებზე. შესაძენად ეწვიეთ ბმულს, სადაც თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები -20% ფასდაკლებით ისარგებლებენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. 2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |