2025-07-28 16:33:52, 1078 ნახვა
ეკონომიკა/ სელფი Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში
ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, მსოფლიოს წამყვანი eSIM პლატფორმის Airalo ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ეს ნიშნავს რომ Airalo-ს 20-მილიონიანი მომხმარებლისთვის, Airalo-ს eSIM-ით სარგებლობისას საქართველოში, ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად სელფის eSIM-ი და ტარიფები. პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული ტურისტი შეძლებს შეიძინოს სელფის სპეციალური ტურისტული eSIM ტარიფები, რეგისტრაციისა და ოფისში მისვლის გარეშე, დისტანციურად და სულ 2 წუთში. « სელფი ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც მსგავსი მასშტაბური თანამშრომლობა გააფორმა საერთაშორისო eSIM პლატფორმასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია გლობალურ ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრაციისკენ და მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში. ეს წარმატება პროექტში მონაწილე თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.» - აცხადებს სელფის მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, თეკლე ცხვედიანი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. 2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |