2025-07-25 12:54:54, 1663 ნახვა
მსოფლიო/ ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთს გაანადგურებს
უნგრეთის ფუნდამენტურ ინტერესებშია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სრული წევრობის ნაცვლად ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრუქტურირებული, სახელშეკრულებო სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ჩამოყალიბდეს. ორბანის მტკიცებით, ომში მყოფი ქვეყნის მიღება ევროკავშირში ომის იმპორტირებას ნიშნავს, უნგრეთს კი ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოდ გადააქცევს. „ეს უნგრეთს გაანადგურებს. უამრავი უნგრელი დაიღუპება, ჩვენს ახალგაზრდობას წაიყვანენ, ომში ჩაგვითრევენ, საშინელ განადგურებას განვიცდით და ჩვენი ეკონომიკა ნანგრევებად იქცევა“, - აღნიშნა ორბანბმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |