2025-07-23 20:55:15, 3297 ნახვა
სამხედრო/ თავდაცვის სამინისტროში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთში ტურნირი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. წელს, ფინალურ თამაშებს გიორგი ანწუხელიძის მშობლიური ახმეტის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს. კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე შესარჩევი თამაშების პირველი ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს, თავდაცვის ძალების მეორე და მესამე ქვეითი ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი ორ ეტაპს მოიცავს, რომელშიც თავდაცვის უწყების 27 გუნდი მონაწილეობს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გარდა, ტურნირში სამოქალაქო ოფისის 3 გუნდია ჩართული. შესარჩევი ეტაპის შედეგად, სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები კი, 5-6 აგვისტოს ახმეტაში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარაკალათბურთში საჩვენებელ თამაშსაც გამართავენ. გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი, საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მეხუთე წელია ტარდება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |