2025-07-22 12:11:04, 1513 ნახვა
სხვადასხვა/ რუსი დირიჟორის, ვალერი გერგიევის იტალიაში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.
იტალიაში რუსი დირიჟორის, ვალერი გერგიევის დირიჟორობით დაგეგმილი სიმფონიური კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება კასერტაში სამეფო სასახლის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, სადაც წარმოდგენა 27 ივლისს უნდა გამართულიყო. გაუქმების მიზეზები არ დასახელებულა. ANSA-ს ცნობით, ვლადიმერ პუტინის რწმუნებულის მიერ 20 ივლისის საღამოს დაგეგმილმა კონცერტმა „ცხარე დავა და უკრაინული ორგანიზაციების მიერ შესაძლო საპროტესტო აქციების ორგანიზების შიში გამოიწვია“. „ჰურა! გერგიევის კონცერტი იტალიაში გაუქმდა! <…> შემდეგი ნაბიჯი: გერგიევი სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს!“ — განაცხადა ალექსეი ნავალნის გუნდმა, რომელიც აქტიურად იბრძოდა რუსი დირიჟორის კონცერტის გაუქმების მოთხოვნით. თავად გერგიევმა TASS-ს განუცხადა, რომ მას იტალიაში მისი კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ვალერი გერგიევი პუტინის სანდო პირი იყო 2012 და 2018 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 2014 წელს მან მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას, თუმცა 2022 წლის თებერვლის შემდეგ მან საჯაროდ არ დაგმო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა. 2008 წლის ომის დროს, დირიჟორმა აგვისტოს ბოლოს კონცერტი ცხინვალში გამართა. იგი იმ დროს დირიჟორობდა კონცერტს როცა ცხინვალის ციხეში ათობით ტყვე იყო გამოკეტილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |