2025-07-20 20:59:47, 2446 ნახვა
კორონავირუსი/ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტ ლატინინას სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ანტიუკრაინულ პროპაგანდაში“ მონაწილეობისთვის სანქციები დააწესა სამ უკრაინელსა და ორ რუსს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე 20 ივლისს გამოქვეყნდა. სიაში შედის: რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა... რუსი "ომის კორესპონდენტი" ტატიანა აქსენენკო, უკრაინელი ბლოგერი ანდრეი სერებრიანსკი ("ანდრეი ლუგანსკი"), ბიზნესმენი გენადი ბალაშოვი, უზენაესი რადას ყოფილი დეპუტატი ნატალია კოროლევსკა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა, სანქციები შემოღებულ იქნა „ინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებას, ანტიუკრაინული ნარატივების პოპულარიზაციას და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის ლეგიტიმაციას“, წერს „ინტერფაქს-უკრაინა“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |