|
2025-07-18 19:35:05, 9875 ნახვა
კულტურა/ შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
ლაგოდეხში ბლუზ-საღამოები გრძელდება და ზაფხულის ვიქენდების სასიამოვნოდ გასატარებლად, თიბისი კვლავ ბლუზ-ვილიჯში გეპატიჟებათ. გამორჩეული საღამო, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ - 19 ივლისს, ბლუზ-ვილიჯის სცენაზე ფესტივალის რეზიდენტი - განუმეორებელი შანა უოთერსტოუნი (Shanna Waterstown) დადგება - ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც გოსპელის ტრადიციებზე გაიზარდა; ბლუზისა და სოულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი, ბენდთან ერთად თავის სამყაროში გამოგზაურებთ. თბილი, ძლიერი და ავთენტური ხმა, ორიგინალური კომპოზიციები და მისი მუსიკა, რომელიც ყველას გულს იპყრობს - ასეთია ამერიკელი არტისტი, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის კონცერტები წელსაც ნამდვილ მუსიკალურ მოვლენად იქცა - სცენაზე ერთმანეთზე გამორჩეული არტისტები ავიდნენ. ფესტივალმა დიდი ენერგია, გულწრფელი გრძნობები და დაუვიწყარი მუსიკა გააერთიანა. მაყურებელმა კი, თითოეული ბგერით ისიამოვნა. 2 აგვისტოს ჩათვლით, ბლუზ-ვილიჯის კარი თქვენთვის ღიაა და გელოდებიან იქ, სადაც მუსიკა, ემოციები და თავისუფლება ერთიანდება. ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

