2025-07-17 13:11:42, 2686 ნახვა
კომენტარი/ კახა კალაძე - გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს. „უახლოეს დღებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? - გეუბნებით, თუმცა დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აქვე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არც გაერთიანების შემთხვევაში აქვთ გამარჯვების შესაძლებლობა. „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, ვინ ვისთან იქნება - ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი ნული, იმიტომ, რომ ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები - გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |